სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ჯონათან სვიფტის ნაწარმოების "გულივერის მოგზაურობა" განხილვა
ჯონათან სვიფტის ნაწარმოების "გულივერის მოგზაურობა" განხილვა
11 ნოემბერს კიდევ ერთ საინტერესო ღონისძებას უმასპინძლა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახლაგაზრდობის განყოფილებამ. ბათუმის #8 საჯარო სკოლის IV- ე კლასის მოსწავლეებმა და  კლასის დამრიგებელმა ნანა ზენაიშვილმა  სასკოლო პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს ჯონათან სვიფტის ნაწარმოების "გულივერის მოგზაურობა" განხილვა. უპასუხეს კითხვებს, ნაწარმოებში ასახული მოვლენები დაუკავშირეს თანამედროვე ყოფას.
 
 ასევე, დარბაზში მოაწყვეს  თხზულებების ილუსტრირებული გამოფენა, სადაც ასახული იყო მათი ვირტუალური მოგზაურობა გოლიათების ქვეყანაში. გაიმართა საუბარი მსოფლიოს ყველაზე პატარა და უდიდესს ადამიანებზე.
 
 სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, მათ შორის საბავშვო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგემ ქალბატონებმა თინა ცენტერაძემ და მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვჭაძემ. 
 მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის წიგნთსაცავები და სამკითხველო დარბაზები.

«««