სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ნაწარმოებების ,,ბიძია თომას ქოხისა" და ,,პატარა მაწანწალას" პრეზენტაცია
  ნაწარმოებების ,,ბიძია თომას ქოხისა" და ,,პატარა მაწანწალას" პრეზენტაცია
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებისა და საჯარო/კერძო სკოლების ნაყოფიერი თანამშრომლობა გრძელდება. ამჯერად, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მექვსე კლასის მოსწავლეებმა მოსწავლეთა დარბაზში ორი მნიშვნელოვანი ნაწარმოების: ,,ბიძია თომას ქოხისა" და ,,პატარა მაწანწალას" პრეზენტაცია გამართეს. 
 
მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნების ავტორების ბიოგრაფიასა და მათ ღვაწლზე ლიტერატურაში. ასევე განიხილეს ნაწარმოებების შინაარსი, მასში წამოჭრილი სოციალური პრობლემები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. 
 
 ბიბლიოთეკაში სტუმრობისას მოზარდებმა დაათვალიერეს სამკითხველო დარბაზები, პრესის ოთახი, კომპიუტერული ცენტრი და წიგნადი ფონდები, ასევე გაეცნენ ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკარების მუშაობის სპეციფიკას.

«««