დედის დღე

გაზაფხულის დღესასწაული ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში წელიწადის ყველაზე ლამაზი სეზონის დადგომა ფერიის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებთან (პედაგოგი მაია ფარტენაძე) ერთად ვიზეიმეთ.
მოსწავლეებმა ბიბლიოთეკარებს დედის დღე მიულოცეს და საკუთარი ხელით დაკრეფილი ენძელები და ყოჩივარდები მიართვეს.
დღევანდელი შეხვედრა რა თქმა უნდა დედის დღესა და გაზაფხულის მიეძღვნა. მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ მოსწავლეებს ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრებიდან“ ,,დედის ზღაპარი" წაუკითხა, იმსჯელეს მარადიულ კითხვაზე: დედა უფრო საყვარელია თუ შვილი?
თავის მხრივ მოზარდებმა დედასა და გაზაფხულზე ლექსები წაიკითხეს. დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი ღონისძიება - იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების წარდგენა და განხილვა.