სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბიბლიოთეკის როლი სკოლის ცხოვრებაში
ბიბლიოთეკის როლი სკოლის ცხოვრებაში
24 მარტს, ბათუმის №16 საჯარო სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შეხვედრა, რაც წარმოადგენდა პროექტის, ,,ბიბლიოთეკის როლი სკოლის ცხოვრებაში", ერთ-ერთ აქტივობას (პროექტის ხელმძღვანელი- მაყვალა გოგუაძე).
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ბიბლიოთეკის საქმიანობის გაცნობა და მათი დაინტერესება სხვადასხვა ლიტერატურით.
 
მოსწავლეებმა ვიზუალური რესურსების  გამოყენებით წარმოადგინეს პრეზენტაციები პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობების შესახებ.
 
საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ისაუბრეს იმაზე, რომ ბიბლიოთეკებს, გარდა მოზარდთა წიგნიერების უნარის განვითარებისა, ერთგვარი კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრების ფუნქცია აკისრიათ - არიან ინიციატორები კონფერენციების,  მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის, ახალი პროექტების პრეზენტაციების, ეხმარებიან დაინტერესებულ ახალგაზრდებს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და რეალიზებაში. ბიბლიოთეკარებმა შეკრებილ საზოგადოებას მათი გამოცდილება გაუზიარეს. 
---------------- 
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ახალგაზრდებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

«««