სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ინგლისელი მწერლის ჯონ ფაულზის, ,,კოლექციონერის" წარგენა
ინგლისელი მწერლის ჯონ ფაულზის, ,,კოლექციონერის" წარგენა
23 მარტს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში ინგლისელი მწერლის ჯონ ფაულზის, ,,კოლექციონერის" წარგენა გაიმართა.  
 
მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს (მასწავლებელი ციცინო ტაბატაძე) მწერლის ცხოვრებაზე, მის შემოქმედებით გზასა და სიცოცხლის ბოლო წლებზე მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძე ესაუბრა.
 
რაც შეეხება წიგნის წარდგენას, ჯონ ფაულზის პირველი რომანი „კოლექციონერი“, რომელიც 60 წლის წინათ დაიწერა და ახალგაზრდა მხატვრის, მირანდა გრეისა და მასზე შეყვარებული კლერკის, ფრედერიკ კლეგის უცნაურ, სასტიკ ისტორიას მოგვითხრობს,  ნაწარმოებზე ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველმა ხატია ჯინჭარაძემ დეტალურად ისაუბრა. 
 
წიგნის განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, დაისვა უამრავი შეკითხვა, რომელაც ნაწარმოების წარმდგენმა, მთავარმა ბიბლიოთეკარმა და მასწავლებელმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
„კოლექციონერი“ უცნაური რომანია, იგი განსხვავდება ჯონ ფაულზის სხვა რომანებისგან და რაღაც ნიშნით საკულტო რომანიც შეიძლება ვუწოდოთ, იმდენად მნიშვნელოვანი კვალი დატოვა პოპ-კულტურაში. რომანი ცივსისხლიანი გამოვიდა, ინგლისურ ყაიდაზე, ლაკონიური, ზედმეტი გადახვევების გარეშე, დაუნდობელი ფინალით.
რომანის მოკლე შინაარსი ასეთია: ახალგაზრდა კლერკი ფრედერიკ კლეგი, რომელიც პეპლების ჭერითაა გატაცებული, ტოტალიზატორში დიდძალ თანხას იგებს, ყიდულობს მიტოვებულ ძველ სახლს და თავისი ოცნების აღსრულებას იწყებს. ოცნების საგანი კი ახალგაზრდა მხატვარი მირანდა გრეია, რომელსაც იგი იტაცებს და სახლის ღრმა სარდაფში ამწყვდევს. რომანი სწორედ ამ ტყვეობას აღწერს, ჯერ გამტაცებლის, შემდეგ კი მსხვერპლის თვალით დანახულს. 
პირველი, რაც ამ რომანის წაკითხვის დასრულების შემდეგ ჩნდება, ალბათ, უსამართლობის გრძნობაა, შემდეგ სიტუაციის აბსურდულობაზეც დაფიქრდები და, ბოლოს, შეიძლება იმასაც მიხვდე, რომ ეს წიგნი ურთიერთობის შეუძლებლობაზეა, ადამიანების სრულ გაუმტარობაზე, ცოტა ირონიითაც რომ ვთქვათ, ხიდჩატეხილობაზე.
ეს არის შეჯახება ორი - ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული - სამყაროსი, სადაც შეუძლებელია გაგება, გაზიარება, გაერთიანება. მათ აბსოლუტურად არ ესმით ერთმანეთის. მირანდას ყოველი ნაბიჯი უპასუხოდ რჩება მისი დამტყვევებლის მხრიდან – იგი ცდილობს შეაცდინოს კლეგი, ხან ეჩხუბება, ხან იბუტება, ხან ხვეწნა-მუდარას მიმართავს, თუმცა ყველაფერ ამაზე ძალიან არაადეკვატური პასუხი აქვს კლეგს, რომელიც, თავის მხრივ, ისეთ ფიქრებშია გართული და ისეთ გეგმებს ატრიალებს, რომელსაც ვერასდროს გაიგებს მირანდა. რაღაც მომენტებში ისინი აცნობიერებენ, რომ არ ესმით ერთმანეთის, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, პირიქით, მთელი დაძაბულობა სწორედ ამ შეუძლებლობაზე დგას. ერთი-ორჯერ მირანდა თავის მდგომარეობას ჯოჯოხეთს ადარებს. უცებ გახსენდება ფაულზის განსაკუთრებული დამოკიდებულება სარტრისადმი და თავისით მოდის სიტყვები სარტრის „ცხრაკლიტულიდან“: „ჯოჯოხეთი სხვებია“.
წიგნს დიდი წარმატება ხვდა. მწერალმა შეძლო, მასწავლებლობისთვის თავი გაენებებინა და მთელი დრო ლიტერატურისთვის დაეთმო. იგი ინგლისის სამხრეთით, პროვინციულ ქალაქში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ჯონ ფაულზი - მეოცე საუკუნის ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი - 2005 წელს გარდაიცვალა.
 

«««