სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საუბარი: რამაზ სურმანიძე - მწერალი, საზოგადო მოღვაწე, აჭარის მეისტორიე
 საუბარი: რამაზ სურმანიძე - მწერალი, საზოგადო მოღვაწე, აჭარის მეისტორიე
 2023 წლის 10 მაისს ბათუმის  საჯარო  ბიბლიოთეკის  საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში  ჩატარდა საუბარი: რამაზ სურმანიძე - მწერალი, საზოგადო მოღვაწე, აჭარის მეისტორიე.
 
 ღონისძიებაში მე-10 საჯარო სკოლის X  კლასის მოსწავლეები  (პედაგოგი ლამზირა ზაქარაძე) მონაწილეობდნენ.  ბავშვებს მიესალმა საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძე. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნატალია ჭყონია და ბიბლიოთეკარები ელეონორა ძიგუა და ნანა ჩიკვაიძე მოსწავლეებს რამაზ სურმანიძის ღვაწლსა და პიროვნებაზე ესაუბრნენ. 
აღსანიშნავია, რომ დიდმა მეცნიერმა მთელი თავისი ცხოვრება მშობლიური კუთხის ისტორიის კვლევას მიუძღვნა. პროფესიით ექიმმა თავის უმთავრეს საქმიანობად აჭარისა და აჭარაში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების ნაღვაწის მოძიებასა და კვლევას უძღვნა. იგი ხან მოგზაური იყო, ხან არქეოლოგ-ანთროპოლოგი. იკვლევდა უკვე ნაცნობ თუ უცნობ ადგილებს, მონაწილეობდა გათხრებში, აქვეყნებდა და დიდი გულისხმიერებით მოგვითხრობდა კვლევის შედეგებზე. მისი ინტერესის მთავარი საგანი იყო ადამიანები, რომელთაც ნათელი კვალი დატოვეს სააქაო ცხოვრებაში. 
მისი ნაშრომების სათითოოდ აღნუსხვა შეუძლებელია. მისი შემოქმედების უცვლელი თემაა აჭარის ისტორია. ჩვენთვის ნაცნობი თუ, ჯერ კიდევ უცნობი სახელების წარდგენა ქართველი მკითხველის წინაშე.
მოსწავლეებმა მიმოიხილეს   ბატონი რამაზ სურმანიძის ნაშრომები და სამეცნიერო კვლევები.

«««