ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალაგზრდობის განყოფილებაში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული მხიარული და შემეცნებითი ღონისძიებით დაიწყო.
ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველებს საზეიმო დახვედრა ბიბლიოთეკარებმა ეზოში მოუწყვეს. განყოფილების უფროსმა მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მოულოცა, ესაუბრა თარიღის მნიშვნელობაზე.
ბიბლიოთეკის სტუმრების განყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. მხიარულ სტარტებსა და თანამედროვე ცეკვების შეჯიბრიში ჟოზე, გოჭი პეპას და მულტფილმების სხვა ცნობილი გმირები ჩაერთნენ.
ღონისძიების დასასწულს მოსწავლეებმა ეზო მოხატეს და ფერადი კვამლები გაუშვეს.
ბათუმის მეათე საჯარო სკოლა