ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამო - "სისხლით, ცრემლით და ოფლით გადარჩენილი საქართველო"
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში კიდევ ერთი საინტერესო საბიბლიოთეკო გაკვეთილი ჩატარდა. "სისხლით, ცრემლით და ოფლით გადარჩენილი საქართველო" - ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოს მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძე წარუძღვა, მასში ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეები და გიტარის სამოყვარულო წრის ,,სოფოს ბავშვები" მონაწილეობდნენ.
ნანა კვაჭაძემ მოსწავლეებს საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდიდან დღემდე მნიშვნელოვან ეპოქებზე, პიროვნებებსა და მოვლენებზე ესაუბრა. ვრცლად მიმოიხილეს ლევან გოთუას “სერაფიტი”, ქართული ანბანის შექმნის ლეგენდა, ასურელი მამებისა და ქართველ მეფეთა ცხოვრების ეპიზოდები, ასევე არტურ ლაისტის დამოკიდებულება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ენის მიმართ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩვენს უახლეს ისტორიას -აფხაზეთის თემას და თეა ლომაძის წიგნს “წერილი ბოთლში”, რომელიც დაკარგულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების ყოფასა და მათ ოჯახურ ურთიერთობებს ეხება ვიდრე ომი დაიწყებოდა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს პატრიოტული ლექსები, გიტარის სამოყვარულო წრის ,,სოფოს ბავშვებმა" კი ქართული სიმღერები შეასრულეს და გასაკუთრებული ელფერი შეჰმატეს დღევანდელ ღონისძიებას.