ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო კვირეული
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში საზეიმო განწყობა გრძელდება. ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ბავშვთა დარბაზმა ბათუმის 35-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა.
სტუმრებს მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ ყველა თაობის საყვარელი მწერლის წიგნები წარუდგინა, ესაუბრა ლინდგრენის ბავშვობასა და შემოქმედებაზე. პატარებს განსაკუთრებულად მოეწონათ ზღაპარი “პეპის დაბადების დღე”. იმსჯელეს მხიარული და აბეზარი გოგონას პეპის მრავალფეროვან და საინტერესო თავგადასავლებზე.
ღონისძიების დასასრულს განყოფილების ხელმძღვანელმა თინა ცენტერაძემ და მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ პატარები პეპის ცნობილი ჭორფლებით მოხატეს და საერთო მხიარულებას შეუერთდნენ.