სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა ბელა ქებურიასთან
შეხვედრა ბელა ქებურიასთან
2024 წლის 26 ნოემბერს, 17:00 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის დარბაზში საგანმანათლებლო პროექტ ,,სალონური საუბრების საღამოების“ ფარგლებში ჩატარდა პოეტ ბელა ქებურიას 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიით და სიყვარულით სავსე საღამო. შეხვედრას ესწრებოდნენ და განსაკუთრებული სიყვარული გამოხატეს მწერლებმა, პოეტებმა და მისი მოღვაწეობის თაყვანისმცემლებმა.
შეხვედრას დიალოგის სახე ჰქონდა და ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნატო ჭყონია უძღვებოდა.  
ქალბატონი ბელა გახლავთ 10 ლიტერატურული პრემიის ლაურეატი: საქართველოს მწერალთა კავშირმა და ხელოვანთა ოქროს ფონდმა, იშვიათი ჯილდო, თამარ მეფის ენდალმა მიანიჭა ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; ილია ჭავჭავაძის; ტბელ აბუსერიძის; უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სახელობის პრემია ბავშვთა ლიტერატურული კონკურსის „სიკეთის ხისგან“ -მომავალი თაობის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის (პოეზიის კონკურს „ზღვაურისა“ და ლიტერატურული „ალმანახ „ზღვაურის“ გამო); ზურაბ გორგილაძის; მარიკა ბარათაშვილის; „პოეზიის დღე - შოთაობის“ (მესხეთი); „უქიმერიონისა“ (ქუთაისი); ჟურნალ „ოლეს“ (კახეთი). 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ის გახდა „რჩეული შემოქმედის“ წოდების მფლობელი (აჭარის მწერალთა სახლი), ხოლო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მადლობის სიგელი დაიმსახურა. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისაგან 2022 წელს წლის დიდოსტატის წოდება, ხოლო 2024 წელს საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა. 2024 წლის 12 მაისს,  დავით აღმაშენებლის პატრიოტული კონკურსის გამარჯვებული,  დაჯილდოვდა ოქროს მედლითა და დიპლომით.
 საღამოს ბათუმის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ქართული მწერლობისადმი უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდები დაესწრნენ, რომელთა გზის გაკვალვა არის ერთ - ერთი გამორჩეული საქმე, რასაც ქალბატონი ბელა წლებია დიდი მონდომებით აკეთებს. ის ბრძანდება  დიდი ქართველი მწერლების ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ნორჩ შემოქმედთა პოეზიის კონკურს „ზღვაურისა“ (2012 წ.) და ლიტერატურული ჟურნალ „ზღვაურის“ (2011 წ.) დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
პოეტმა ყველასათვის საყვარელი ლექსები წაიკითხა და მისი პოეზიის მოყვარულთა შეკითხვებს უპასუხა.
 
 
 
 
 

«««