ლუიზა მეი ოლკოტის წიგნის „პატარა ქალები” წარადგინა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები” წარადგინა, რომელსაც ბათუმის მერვე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ, მასწავლებელი ნანა ჩხაიძე.
რომანში ასახულია ოთხი დის გასაოცარი ისტორია, ისინი დედასთან ერთად ცხოვრობენ, მამა ბრძოლის ველზეა, ამერიკაში სამოქალაქო ომია! ოჯახი მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის, მიუხედავად ყოფითი სირთულეებისა, გოგონების ერთმანეთისადმი სიყვარული, ოჯახური ბედნიერება და უანგარო კეთილშობილება ყველა განსაცდელს ამარცხებს!
ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები“ გვიყვება სოციალური სამართლიანობის, ქალთა უფლებების, მეგობრობისა და ოჯახის მნიშვნელობაზე. სიუჟეტი მეცხრამეტე საუკუნეში ვითარდება და მარჩების ოჯახის სიხარული და ტკივილი მრავალი თაობის მკითხველთან მიაქვს ახლოს.
ნაწარმოების განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა ნია გოგუაძემ, ბარბარე ვადაჭკორიამ, ელენე შავაძემ და ქეთი ტრეკიაკოვამ ისაუბრეს რა გამოწვევების წინაშე იდგნენ ამერიკაში ქალები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. რას ნიშნავდა ქალისთვის მწერლობა და რას ნიშნავს დღეს.