სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


თაია ჭინჭარაულის ავტობიოგრაფიული პროზის კრებულის: ,,მაძახურას“ წარდგენა
თაია ჭინჭარაულის ავტობიოგრაფიული პროზის კრებულის: ,,მაძახურას“ წარდგენა
   2024 წლის 29 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის დარბაზში გაიმართა თანამედროვე მწერლის, თაია ჭინჭარაულის ავტობიოგრაფიული პროზის კრებულის: ,,მაძახურას“ წარდგენა.
   საოცარი შეხვედრა შედგა! შეკრებილმა საზოგადოებამ პირიქითა ხევსურეთის, შატილისა და შატილიონების გასაოცარი ისტორიები მოისმინა. იმ შატილიონებისა, რომლებმაც ქართულ ფოლკლორისტიკასა და ენათმეცნიერებას წარუშლელი კვალი დააჩინეს. ამ დიდ კაცთა შთამომავალია თაია ჭინჭარაული. თაიამ ხევსურეთის შესახებ ბავშვობის მოგონებები მოგვიტანა და ისე მოგვითხრო, როგორც მხოლოდ ხევსურს შეუძლია.
შეხვედრას დიდებულად წარუძღვა პოეტი შორენა დოლიძე.
 

«««