შეხვედრა ნინო ჯიჯავაძესა და ქეთო ბოლქვაძესთან.

2025 წლის 14 თებერვალს, 14:00 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის დარბაზში, საგანმანათლებლო პროექტ ,,სალონური საუბრების საღამოების“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ქართული ცეკვის მოყვარულთა კლუბის ,,იცეკვე ქეთოსთან და ნინოსთან ერთად“ ხელმძღვანელებთან, ნინო ჯიჯავაძესა და ქეთო ბოლქვაძესთან.
ეს სალონური შეხვედრა, მართლაც, განსაკუთრებული იყო ბიბლიოთეკაში შეკრებილთათვის. ამაღელვებელი გახლდათ ორი შემოქმედის ემოციური საუბარი, რამაც გამოიწვია საინტერესო დისკუსია და იდეების გაცვლა. შეხვედრა გაალამაზეს ქართული ცეკვის მოყვარულთა კლუბის უმშვენიერესმა მოცეკვავეებმა.
დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდა!
თვალ-ყური ადევნეთ ჩვენს პროექტებს!!! ვაგრძელებთ სალონურ შეხვედრებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან !!!