ამერიკელი მწერლის ჰარპერ ლის რომანის "ნუ მოკლავ ჯაფარას" განხილვა
2025 წლის 24 აპრილს, 16:00 საათზე, ბიბლჲოთეკის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყო ამერიკელი მწერლის ჰარპერ ლის რომანის "ნუ მოკლავ ჯაფარას" განხილვა. "ამერიკული კუთხის" ლიტერატურული კლუბის წევრებმა ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე, ნაწარმოების გმირებზე და მთავარ ღირებულებებზე; მოაწყვეს იმიტირებული სასამართლო, იმსჯელეს და თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს ერთმანეთს. ღონისძიებას უძღვებოდა მოხალისე ელენე ქობალია.


















