სოფელ გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბესიკ კეკელიძის წიგნის „ტყისპირა ქოხიდან მოყოლილი ამბები“ წარადგინეს
24 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში სოფელ გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბესიკ კეკელიძის წიგნის „ტყისპირა ქოხიდან მოყოლილი ამბები“ წარადგინეს.
მეხუთე და მეექვსე კლასის მოწავლეებმა: საბა თურმანიძემ, ელენე წითელაძემ, ელისო შარაშიძემ და ელენე თურმანიძემ წიგნიდან შეჩეული მოთხრობის შინაარსზე იმსჯელეს, დაახასიათეს პესონაჟები და ბიბლიოთეკარებისა და თანატოლების შეკითხვებს უპასუხეს. მასწავლებელი ანა სურმანიძე.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები საბავშვო- ახლაგაზრდობის განყოფილებაში ხშირად ტარდება, რაც სკოლისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლობას კიდევ უფრო აღრმავებს.

















