სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


მალხაზ ჩოხარაძის ლექცია თემაზე ,,ჭოროხის აუზი: რელიგიის ისტორია და კოლექტიური მეხსიერების ქრონიკები”
მალხაზ ჩოხარაძის  ლექცია თემაზე  ,,ჭოროხის აუზი: რელიგიის ისტორია და კოლექტიური მეხსიერების ქრონიკები”
 25 აპრილს, 14 საათზე,  საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორმა მალხაზ ჩოხარაძემ  წაიკითხა ლექცია თემაზე  ,,ჭოროხის აუზი: რელიგიის ისტორია და კოლექტიური მეხსიერების ქრონიკები”.
ლექცია ეხებოდა რელიგიური იდენტობის საკითხებს ჭოროხის აუზში: კლარჯეთში, შავშეთში, ტაოსა და სპერში. წარმოდგენილი იყო ქართველოლოგიის ცენტრის 2005-2024 წლების საველე ექსპედიციების  ფოტოდოკუმენტები და 21-ე საუკუნის თაობათა ზეპირი ისტორიების ვიდეოქრონიკები.
მადლობა ბატონ მალხაზს - ლექცია იყო ძალიან საინტერესო და ინფორმატიული.
 

«««