ტიციან ტაბიძის პოეზიის საღამო - „სევდიანი და ლირიკული ამბავი ტიციან ტაბიძსა“
9 აპრილს, 14:00 საათზე, ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, ტიციან ტაბიძის პოეზიის საღამო - „სევდიანი და ლირიკული ამბავი ტიციან ტაბიძისა“ ჩატარდა. ღონისძიებაში ბათუმის მე-20-ე საჯარო სკოლის სასწავლო-შემოქმედებითი კლუბის “სკრიპტორიუმის” წევრები მონაწილეობდნენ (პედაგოგი ხათუნა დავითაძე).


















