გაკვეთილი თემაზე: „იაკობის სიცოცხლე ლეგენდას ჰგავს, მაგრამ ის ლეგენდაზე მეტია“

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IV/2 კლასის მოსწავლეებისთვის, საბიბლიოთეკო გაკვეთილი ჩაატარა თემაზე: „იაკობის სიცოცხლე ლეგენდას ჰგავს, მაგრამ ის ლეგენდაზე მეტია“.
მთავარმა ბიბლიოთეკარმა, თავდაპირველად, მოსწავლეებს ვლადიმერ ალფენიძის “ოცდაცამეტი მზისსახოვანი ბრძენი იაკობი” და იაკობ გოგებაშვილის “დედაენა” წარუდგინა. ესაუბრა ქართული ანბანის შექმნის ისტორიებსა და ლეგენდებზე, იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. ასევე ხაზი გაესვა “დედაენისა” და იაკობის როლს საქართველოში წერა-კითხვის გავრცელებაში.
საბიბლიოთეკო გაკვეთილი ინტერაქტიულად წარიმართა. მასში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები და პედაგოგი ნინო უგულავა.