საბიბლიოთეკო გაკვეთილი: “ წმინდანი და საქართველო“

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საბიბლიოთეკო გაკვეთილი: “ წმინდანი და საქართველო“ ჩატარდა.
მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძე სკოლა „ნიკეს“ VII კლასის მოსწავლეებს ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლზე, საქართველოში წმინდანის მოგზაურობასა და იმ სასწაულებზე ესაუბრა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყოფნისას მის სახელს უკავშირდება. აღინიშნა, რომ ათორმეტთაგან ერთ-ერთი მოციქული საქართველოში აჭარიდან შემოვიდა და ქრისტეს ქადაგება დიდაჭარიდან დაიწყო. მისი ღვაწლი მოგვიანებით წმინდა ნინომ და სხვა წმინდანებმა გააგრძელეს.
საბიბლიოთეკო გაკვეთილზე ისაუბრეს მრავალჭირვარამგადანახადი სამშობლოს ისტორიაზე, მეფეებზე და მებრძოლბზე, რომლებმაც შუასაუკუნეებში რელიგიის დაცვით, ჩვენი ქვეყანა გადაარჩინეს. ასევე, მწერლებსა და ისტორიკოსებზე, რომლებმაც საქართველოს მნიშვნელოვანი პერიოდები შემოუნახეს მომავალ თაობებს.
შეხვედრას მოსწავლეების გარდა, სკოლის პედაგოგები ინგა ნაკაშიძე, ინეზა ჩხიკვაძე და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბვშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე დაესწრნენ.