სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
ბათუმის აკაკი წერეთელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში ჩატარდა გეგმიური ღონისძიება — საუბარი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის, იმედის დღის აღსანიშნავად.
   ღონისძიება გახსნა საბავშვო განყოფილების ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ, რომელმაც მოზარდებს წარუდგინა თემატური სტენდი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საბავშვო ლიტერატურა საქართველოს ეკლესიისა და წმინდანების შესახებ, ასევე პატრიარქის ეპისტოლეთა კრებული. შეხვედრაზე ისაუბრეს რწმენის მნიშვნელობაზე, ილია მართლისეული ფორმულის — „ენა, მამული, სარწმუნოება“ — არსსა და ფასეულობაზე. პატრიარქის ეპისტოლეებიდან ამონარიდები ფერად ფურცლებზე ამობეჭდილი გადაეცათ მოზარდებს.
    ღონისძიებას ესწრებოდა ბიბლიოთეკის დირექტორი ნატალია ძიძიგური, რომელმაც საღამოს დასასრულს დამსწრეებს მიულოცა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ისაუბრა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ უნიკალურ გამოცემებზე, წიგნის მნიშვნელობასა და იმ მრავალფეროვან ღონისძიებებზე, რომლებიც რეგულარულად იმართება ბიბლიოთეკის სივრცეში.

«««