სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პროექტი „ბავშვები ბიბლიოთეკაში“
 პროექტი „ბავშვები ბიბლიოთეკაში“
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებამ, პროექტის „ბავშვები ბიბლიოთეკაში“ ფარგლებში, სკოლამდელი განათლების დაწესებულების აღსაზრდელთა კიდევ ერთ ჯგუფს უმასპინძლა. ბავშვთა დარბაზში სტუმრობისას, პატარები წიგნის სამყაროსა და ბიბლიოთეკის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. 
 შეხვედრის მთავარი თემა იყო „წიგნის გზა მკითხველამდე“. ბავშვებმა დაათვალიერეს წიგნადი ფონდები და პრესის დარბაზი, რის შემდეგაც ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკაში.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან ბიბლიოთეკის დიდ ოჯახს ბევრი ახალი, ნორჩი მკითხველი შეემატა.

«««