სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
    1 ივნისს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბავშვთა განყოფილებაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებით აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის საგანმანათლებლო მემკვიდრეობას, ბავშვთა უფლებების მნიშვნელობასა და მათ დაცვას. ასევე აღინიშნა გამოჩენილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილე, რომლის შემოქმედების გაცნობით ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სიკეთის, მეგობრობისა და ადამიანობის მნიშვნელობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფო ხალვაში და ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, საკრებულოს წევრები და ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სტუმრებმა საბავშვო დარბაზები მოინახულეს, გაეცნენ ბავშვებისთვის მომზადებულ პროგრამებს, დაათვალიერეს საგამოფენო და შემეცნებითი სივრცეები და ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან ერთად მიულოცეს ქართველთ განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღე, ისაუბრეს განათლების მნიშვნელობაზე, სულიერ განვითარებაზე და რწმენის მნიშვნელობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, შემოქმედებით განვითარებაზე და განათლებაზე. 
 
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მადლობას უხდის №20 საბავშვო ბაღის ადმინისტრაციასა და მენეჯმენტს მხარდაჭერისა და ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.
აქტივობაში ჩართულნი იყვნენ სკოლა “ნიკეს” VII კლასის მოსწავლეები.
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

«««