სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
2017 წლის 27 დეკემბერს, 12 საათზე აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საბავშვო დარბაზში კლუბ ,,საზღაპრეთში“ ჩატარდა შეხვედრა ქ. ბათუმის მე-8 საჯარო საბავშვო ბაღის 5-6 წლიანი ჯგუფის აღსაზრდელებთან (აღმზრდელი ხათუნა კოჩალიძე) ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები, უამრავი წიგნის დანახვაზე ემოციებს ვერ მალავდნენ და ბევრი კითხვაც დასვეს. რატომ და რისთვის წერენ მწერლები, როგორ პოულობენ  მკითხველისაგან მოთხოვნილ ლიტერატურას უამრავ წიგნში და სხვა.
 პატარებმა თავი მოსწავლეთა დარბაზში მოიყარეს სადაც ინგულა მეზღაპრე ელოდებოდა თავისი ჯადოსნური, ფერადი ქუდებით და საახალწლო ზღაპრეების წიგნებით, მან პატარებს, რომლებიც ზღაპრის გმირების ფორმებში იყვნენ გამოწყობილები მათთვის საყვარელი ზღაპარი ,,ტოპო-ტიპის  ახალ წელს ხვდება“-წაუკითხა. ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ მეზღაპრეს და სთხოვეს კიდევ ერთი ზღაპარი წაეკითხა მათთვის, ალ. ტოლსტოის ,,სამი დათვი“. გახალისებული პატარები წასვლას სულ არ ჩქარობდნენ...
დასასრულს სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
 

«««