სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
2017 წლის 7თებერვალს 12 საათზე აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის  საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბმა ,,საზღაპრეთში“ ჩაატარა გასვლითი შეხვედრა ქ. ბათუმის კერძო ბაგა-ბაღი ,,მადაგასკარის“ 3-4 წლიანთა  ჯგუფი ,,მზის სხივები“ აღსაზრდელებთან. (ჯგუფის პედაგოგები: ლელა აბუსელიძე და ნესტან სურმანიძე) განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ პატარებს ქართული ხალხური ზღაპარი ,,რწყილი და ჭიანჭველა“ და უცხოური ზღაპარი ,,კეთილი მეგობრები“ წაუკითხა. გახალისებული პატარები თვალს არ აშორებდნენ მეზღაპრეს და სთხოვდნენ კიდევ წაეკითხა ასეთივე საინტერესო ზღაპრები . მეზღაპრე ,,ინგულამ“ კიდევ ორი ზღაპარი წაიკითხა:  თანამედროვე მწერლის თამრი ფხაკაძის  ,,გეძელცხვირა ჯადოქარი მარსია“ და ზღაპარი წიგნიდან ,,იზარდე მწვანე ჯეჯილო“.  გონიერი პატარები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კითხვის დასმაში . ერთი მათგანი დაინტერესდა როგორ უნდა მოიძიოს ბიბლიოთეკაში სასურველი წიგნი რაზეც მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ ესაუბრა. 
კმაყოფილმა და გახალისებულმა ბავშვებმა ,,ინგულასთან“ისურვეს სათითაოდ გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები და სთხოვეს მათი ხშირი სტუმარი გამხდარიყო...
 

«««