სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
2018 წლის 7 მარტს,  აკაკი  წერთლის სახელობის ქალაქ  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საბავშვო დარბაზში, კლუბ ,,საზღაპრეთში“ , ჩატარდა შეხვედრა ქ. ბათუმის მრავალდარგობრივი გიმნაზიის ,,იბერია“  მე-2  და მე-4 კლასის მოსწავლეებთან (დამრიგებელი ციური ავალიანი, ინგა ჟორჟაძე) განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ მოსწავლეებს დედის დღესთან დაკავშირებით წაუკითხა ხალხური ბალადა „ვეფხვისა და მოყმისა“ და რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,დედა“. გულაჩუყებული ბავშვები ცრემლებს ვერ მალავდნენ , ამიტომაც მივეცათ მომავალი შეხვედრისათვის დავალებად  დაეწერათ, მათი წარმოსახვით როგორ შეცვლიდნენ მოთხრობის ფინალს. მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ მოსწავლეებს დაახატვინა მისალოცი ბარათები.
         ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები, უამრავი წიგნის დანახვაზე ემოციებს ვერ მალავდნენ და ბევრი კითხვაც დაებადათ . რატომ და რისთვის წერენ  მწერლები, როგორ პოულობენ  ბიბლიოთეკარები მკითხველისაგან მოთხოვნილ ლიტერატურას უამრავ წიგნში და სხვა ..... დასასრულს  ბიბლიოთეკაში გაწევრიანდნენ  და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
 

«««