„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
2018 წლის 2 აპრილს, 12 საათზე აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საბავშვო დარბაზში, კლუბ ,,საზღაპრეთში“ ჩატარდა შეხვედრა ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებთან (დამრიგებელი ქეთინო დუმბაძე). განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცა მოსწავლეებს, უამბო ამ დღის დაარსების შესახებ, რომ ეს დღე დიდი მწერლის ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს უკავშირდება, ამიტომაც ამავე მწერლის ზღაპარი ,,გარეული გედები“ წაუკითხა . შემდეგ ქართველი მწერლის ია ბერიაშვილის ,,გაქცეული წიგნებზე“ ეასუბრა და ერთად დასახეს გზები, როგორ უნდა დაუმეგობრდნენ პატარები წიგნებს და ბიბლიოთეკას, რომ გაბრაზებული წიგნები თაროებიდან არ გაიპარონ......
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს წიგნები, გაწევრიანდნენ კიდევაც და საკითხავი ლიტერატურაც გაიტანეს.