სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა

2018 წლის 6 ივნისს, 12 საათზე აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, ჩატარდა შეხვედრა ,,საზღაპრეთში“, ბათუმის კერძო საბავშვო ბაღის ,,აკუნა მატატა“ აღსაზრდელებთან. (აღმზრდელი ინეზა ასამბაძე) განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ პატარებს სანდრო ასათიანის საბავშვო წიგნები: ,,ძველი ფოტოაპარატი“, ,,ძველებური ტელესკოპი“ და ,,უცნაური წიგნი" წაუკითხა, რაც ბავშვებს ძალიან მოეწონათ და ერთერთმა მათგანმა მეზღაპრესთან ერთად რამდენიმე აბზაციც წაიკითხა. ასევე შეისწავლეს რამდენიმე უცხო სიტყვა. დასასრულს წაკითხულის შთაბეჭდილების ამსახველი ნახატების გამოფენა მოაწყვეს. ბიბლიოთეკამ დღეს 13 ახალი მკითხველი შეიძინა.


«««