სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბ „საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
კლუბ „საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა

2019 წლის 6 თებერვალს 13:30 საათზე, ქალაქ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა შეხვედრა კლუბ ,,საზღაპრეთში“,ქალაქ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებთან (კლასის ხელმძღვანელი: ლალი შანიძე)
პატარებს განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა, დაათვალიერებინა განყოფილების წიგნადი ფონდები და ესაუბრა წიგნის დანიშნულებაზე. ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ დარბაზში არსებულ, მათთვის განკუთვნილ ლიტერატურაზე ესაუბრა. წაუკითხა ჭაბუა ამირეჯიბის იგავ-არაკები, სახალისო გამოცანები და რითმოცანები. მხიარული და საზრიანი პატარები პასუხების გამოცნობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
დღეს ბიბლიოთეკამ 24 ახალი მკითხველი შეიძინა.

 


«««