სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ ,,საზღაპრეთში“
შეხვედრა კლუბ ,,საზღაპრეთში“
2019 წლის 27 თებერვალს 14:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა შეხვედრა კლუბ ,,საზღაპრეთში“, ქალაქ ქობულეთის, სოფელ კვირიკის მე-2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებთან. ( დამრიგებელი ციცინო ჭყონია)
განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა მოსწავლეებს და დაათვალიერებინა საცავები. ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ პატარების თხოვნით ფრანგი მწერლის  შარლ პეროს  ზღაპარი ,,კონკია“ წაიკითხა. გასახალისებლად რითმოცანებიც შეეკითხა და სამგანზომილებიანი წიგნებიც დაათვალიერებინა.
 

«««