სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
2019 წლის 6 მარტს, 12 საათზე, აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთს“ სტუდია ,,მონპარნასის“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სტუმრობდნენ (პედაგოგი მაია მეფარიშვილი). ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ აღსაზრდელებს გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე მიულოცა. ასევე, მერი ბოლქვაძის მოთხრობები ,,მზე“ და ,,ტოპო-ტიპი დაბანაზე უარს ამბობს“ წაუკითხა. შეხვედრის დასასრულს წაკითხული მოთხრობების ირგვლივ დაისვა სახალისო შეკითხვები, რომლესაც პატარებმა წარმატებით გაართვეს თავი. ჩვენმა პატარა სტუმრებმა დედასა და გაზაფხულზე საბავშვო ლექსების ცოდნითაც გამოიჩინეს თავი.
 

«««