სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„საზღაპრეთი“ ბათუმის N3 საბავშვო ბაღში
„საზღაპრეთი“ ბათუმის N3 საბავშვო ბაღში
აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბი „საზღაპრეთი“ ბათუმის მე-3 საჯარო საბავშვო ბაღს ეწვია. (ბაღის ხელმძღვანელი ნანა თედორაძე).
კლუბი ,,საზღაპრეთის“ დღევანდელი შეხვედრა გამორჩეული იყო, რადგან სასკოლო ჯგუფის ,,მარგალიტების“ აღსაზრდელებს ქალაქის პირველი მეზღაპრე და ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი - ,,ქალი, რომელიც ბავშვებს წიგნებს უკითხავს“, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე ესტუმრა. 
ინგა გოგიბერიძემ ბავშვებთან ერთად ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები წაიკითხა და „მხიარული ცხოველების მატარებლით“ იმგზავრა. გარდა ამისა, პატარები შოთა ხოდაშნელის მხიარული გამოცანებით ,,რის შვილს რა ჰქვია“ გამოსცადა.

«««