სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“

2019 წლის 14 მარტს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთს“ ბათუმის მეხუთე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სტუმრობდნენ ( გამგე გურანდა გობაძე). ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ აღსაზრდელებს სიკეთის, მადლიერებისა და ბოროტების არსზე ესაუბრა. თვალსაჩინეობისთვის კი პატარა სტუმრებს, ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი ზღაპარი „ჭიამაია და ბოროტი კაცი“ წაუკითხა. შეხვედრის დასასრულს წაკითხული ზღაპრის ირგვლივ დასმულ შეკითხვებსა და გამოცანებს ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი. ჩვენმა სტუმრებმა ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზიც დაათვალიერეს.


«««