სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
 2019 წლის 19 მარტს, აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთს“ ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. (მასწავლებელი ნატალია თავართქილაძე).
ბავშვთა დარბაზის მთავარი ბიბლიოთეკარი ლელა სურმანიძე მოზარდებს მისალმების კულტურასა და ფორმებზე ესაუბრა. ასევე, ლია ბედინაძის წიგნიდან,- „ყოფაქცევის კულტურა II კლასელთათვის“, რომელიც მოზარდებში კულტურისა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს, რამდენიმე პატარა მოთხრობა წაუკითხა.
პატარებს ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძეც მიესალმა და ურჩია მშობლებთან ერთად ხშირად იარონ ბიბლიოთეკაში.
 სტუმრები ჩვენს „საზღაპრეთში“ არსებულ ანბანის შესწავლის შემდეგ საკითხავ ლიტერატურასა და მოსწავლეების მიერ შექმნილ ხელნაწერ წიგნებსაც გაეცნენ.
დღესვე ჩვენს ბიბლიოთეკას 20-მდე ახალი მკითხველიც შეემატა. მეათე სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები საბავშო-ახალგაზრდობის განყოფილებაში მკითხველებად დარეგისტრირდნენ და ბარათებითაც ისარგებლეს.

«««