სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


მხატვრის მასტერკლასი
მხატვრის მასტერკლასი
2019 წლის 27 მარტს, ქალაქ ბათუმის აკაკი წერთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საბავშვო დარბაზში ღონისძიება ,,მასტერკლასი მხატვარ ელგუჯა ხაზარაძესთან ერთად“ გაიმართა, რომელსაც ქ. ბათუმის კერძო სკოლა,,ნიკეს“ მეოთხე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ (ხელმძღვანელი ნათია სიხარულიძე).
 
 მხატვარი პატარა სტუმრებს ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ წარუდგინა და ელგუჯა ხაზარაძის მიღწევებზე ესაუბრა.
 
მხატვარი ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებულ ბავშვებს, ხატვის ძირითადი პრინციპებზე, ცნობილ მხატვრებსა და მათ ნამუშევრებზე ესაუბრა. იგი ასევე დაინტერესდა, მოსწავლეების საყვარელი მულტფილმისა და ზღაპრის გმირებით.
 
მცირე მიმოხილვის შემდეგ, „ნიკეს“ მოსწავლეებმა ელგუჯა ხაზარაძის დახმარებით, სწორედ საყვარელი მულტფილმისა და ზღაპრის გმირები დახატებს.
 
მხატვარმა ტიტეული ბავშვის ნახატი განიხილა და პატარებს რჩევებიც მისცა.
 
14 ნახატი, რომელიც მოსწავლეებმა დღევანდელ მასტერკლასსზე დახატებს, ბავშვთა დარბაზში გამოიფინება და საბოლოოდ, ჩვენი ბიბლიოთეკის ნახატების კოლექციას შეემატება.
 
პატარები კი მოულოდნელი სტუმრობით ქალაქ ბათუმის აკაკი წერთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტომა გაახარა და „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ წაუკითხა.
 
 დღესვე ჩვენს ბიბლიოთეკას 14 ახალი მკითხველიც შეემატა. სკოლა «ნიკეს“ მოსწავლეები მოსწავლეების საბავშო-ახალგაზრდობის განყოფილებაში მკითხველებად დარეგისტრირდნენ.

«««