სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კითხვის დრო ინგასთან ერთად
კითხვის დრო ინგასთან ერთად

2019 წლის 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში. საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების  ღონისძიებას, ძირითადი კორპუსი შეუერთდა  პროექტით, "კითხვის დრო ინგასთან ერთად". ქალაქ ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის აღსაზრდელებს, ბიბლიოთეკის დირექტორმა, ინგა გოგიბერიძემ გააცნო იუბილარ,  ჰანს კრისტიან ანდერსენის ბიოგრაფია და შემოქმედება. შეხვედრის ძირითადი დრო კი დაეთმო, საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ეროვნული გმირის ზვიად გამსახურსდიას და მწერალ გურამ დოჩანაშვილის მოღვაწეობის და მეგობრობის ამსახველ ისტორიებს. დასასრულს პატარებისათვის  წაკითხული იყო გურამ დოჩანაშვილის ნოველა "პირველი კონცერტი". ქალბატონმა ინგამ პირველად აზიარა ბავშვები ბუმბერაზი მწერლის შემოქმედებას და მეგობრობისა და ურთიერთსიყვარულის დიად მნიშვნელობაზე ესაუბრა.

  


«««