სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბ ,,საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
კლუბ ,,საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
2019 წლის 16 აპრილს, აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთს“ კერძო საბავშვო ბაღის „მადაგასკარის” აღსაზრდელები სტუმრობდნენ (მასწავლებლები: ნინო აბუსერიძე, თეონა შაქარიშვილი).
 პატარებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა. სტუმრებს კი ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ უმასპინძლა.
ლელა სურმანიძემ პატარებს ზღაპარი “ტოპო-ტიპი ბაღში მიდის” და წიგნი “მინდა ყველაფერი ვიცოდე” წაუკითხა. ჩვენმა სტუმრებმა კი განსაკუთრებული ცოდნა დედამიწის ირგვლივ გამოვლინეს, ამიტომაც ჩვენმა ბიბლიოთეკარმა მათ წიგნიდან “ჩვენი პალენტა” საინტერესო ფაქტები მიაწოდა. 
 პატარებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება “გამოიცანი ვინ ვარ” წიგნმა მოახდინა - ბავშვები სხვადასხვა ცხოველის ნიღაბის მოურგებას ერთმანეთს ეცილებოდნენ. 
 გარდა ამისა, „მადაგასკარის“ აღსაზრდელებმა “დედა ენაზე” მიძღვნილი ლექსებიც წაიკითხეს. 
 დღესვე ჩვენმა პატარა სტუმრებმა ბიბლიოთეკისგან საჩუქრად მკითხველის ბარათები მიიღეს.

«««