სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბ „საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
კლუბ „საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
2019 წლის 10 მაისს, ქალაქ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთს“ კერძოს სკოლა “თამარისის” I და II კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ (მასწავლებლები: ეკა წულუკიძე, მაიკო თევზაძე). 
 პატარებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა. სტუმრებს კი ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ უმასპინძლა.
 ლელა სურმანიძემ პატარებს ნინო ნაკაშიძის ორი მოთხრობა: “ილია ჭავჭავაძე და პატარა ბიჭუნა” და “იაკობ გოგებაშვილი და ორი ბავშვი” წაუკითხა. დაუსვა ნაწარმოებების ირგვლივ შეკითხვები, რასაც მოსწავლეებმა აქტიურად უპასუხეს. ამიტომაც, წახალისების მიზნით ჩვენმა ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა“ ვაშლის დარიგება” წაუკითხა და მწერლის შემოქმედებაზე ესაუბრა. 
 ჩვენმა სტუმრებმა განსაკუთრებული ცოდნა ქართული ანდაზებისა და გამოცანების ცოდნაში გამოავლინეს.
 გარდა ამისა, „თამარისის” აღსაზრდელებმა საბავშვო ლექსებიც წაიკითხეს. 
 

«««