სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კითხვის დრო
კითხვის დრო
დღეს, კაკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, პროექტ „კითხვის დრო ინგასთან ერთად“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბათუმის კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის მეორე (გ) კლასის მოსწავლეები პედაგოგ ირმა გათენაძესთან ერთად. შეხვედრის დასაწყისში საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე ბავშვებს ქართული სამოსის დღესთან დაკავშირებით აჭარულ ტრადიციულ სამოსზე ესაუბრა. განიხილეს და ვიზუალურად თვალი შეავლეს ფოტოებს სადაც, აჭარელი კაცისა და ქალის შესამოსელი დეტალურადაა ნაჩვენები. 
დღეს, პატარების საყვარელი, თანამედროვე მწერლის , გურამ პეტრიაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ინგა გოგიბერიძემ ბავშვებს წიგნიდან - „პატარა ქალაქის ზღაპრები“, „პირველი ზღაპარი“ წაუკითხა. 
ბიბლიოთეკაში არსებულ „ამერიკულ კუთხეში“ პატარები თანამედროვე სამაგიდო თამაშებით გაერთნენ. 
დღესვე, საჯარო ბიბლიოთეკას, ღია კარის დღის ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონის ჭარნალის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი ქეთევან მახარაძე მოსწავლეებთან ერთად სტუმრობდნენ.

«««