სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ხატვის მასტერკლასი ელგუჯა ხაზარაძესთან ერთად
ხატვის მასტერკლასი ელგუჯა ხაზარაძესთან ერთად

2019 წლის 21 მაისს, 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მხატვარ ელგუჯა ხაზარაძის მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც ბათუმის კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის მეოთხე კლასის მოსწავლეები პედაგოგ ლელა მოწონელიძესთან ერთად ესწრებოდნენ. მასტერკლასის თემა იყო - ფერები. ისაუბრეს ძირითად და შედგენილ, ქრომატულ და აქრომატულ ფერებზე. მხატვარმა ბავშვებს საინტერესო ნამუშევრები აჩვენა ფერთა შეხამების, ტონალობის, გრადაციისა და მათი გამოყენების ძირითად მეთოდებზე. პატარები დიდი ინტერესით და ყურადღებით ისმენდნენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ხატვის ტექნიკისა და ნახატის აგებისათვის საჭირო ფერების გამოყენებაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ პატარები გაწევრიანდნენ საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველთა რიგებში და აიღეს მკითხველთა ბარათები.


«««