სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე და პროექტი „კითხვის დრო ინგასთან ერთად“
ღია კარის დღე და პროექტი „კითხვის დრო ინგასთან ერთად“
2019 წლის 7 ივნისს, 15 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ღია კარის დღე და პროექტი „კითხვის დრო ინგასთან ერთად“, რომელშიც ბათუმის მეთერთმეტე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის (პედაგოგი - მაკა ტუღუში) და პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასის (პედაგოგი - ეკა სირაძე) მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ბავშვებმა დაათვალიერეს საჯარო ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებები და საცავები; შემდეგ გადაინაცვლეს პროექტ „კითხვის დრო“-სთვის გამოყოფილ თანამედროვე სივრცეში, სადაც მათ საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ინგა გოგიბერიძემ საინტერესო ამბები და საზაფხულო არდადეგებისათვის საბავშვო, სახალისო საკითხავი წიგნების ჩამონათვალი გააცნო; ბავშვებს ასწავლა თუ, როგორ შეიძლება დროის სწორად განაწილება ისე, რომ ზაფხული სახალისოც იყოს და საინტერესოც; წაუკითხა რევაზ ინანიშვილის ცნობილი მოთხრობა „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“ და საზაფხულოდ დავალებაც მისცა პატარებს: „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლის“ ფინალი უნდა შეცვალონ და შემდეგი შეხვედრისთვის პედაგოგთან ერთად განიხილონ საკუთარი ნამუშევრები.
 
 

«««