სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


"კინო -კლუბი ,,ფილმების საღამოები’’"
"კინო -კლუბი ,,ფილმების საღამოები’’"
2019 წლის 14 ივნისს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კომპიუტერულ ცენტრის კინო-კლუბში, პროექტის ,,ფილმების საღამოები’’ ფარგლებში, რეჟისორ ელაი როტის კომედიის „სახლი საათებით“ ჩვენება გაიმართა. ფილმში ცნობილი მსახიობები: ქეით ბლანშეტი, ჯეკ ბლაკი, კოლინ კემპი, ქაილ მაქლაჰანი და ლორენხა იზო თამაშობენ. 
ჩვენებას ბათუმის ქართულ-ფრანგული სკოლის მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. 
ჩვენების ორგანიზატორი-კომპიუტერული ცენტრის წამყვანი ბიბლიოთეკარი ნანა ბერიძე.
კომედიური ჟანრის ფილმი პატარა, ობოლი ბიჭის ფანტასტიურ სამყაროზე მოგვითხრობს. ლუისი ჯადოსნური თავგადასავალი მას შემდეგ იწყება, როცა იგი მიჩიგანში ბიძასთან, ჯონათანთან გაემგზავრება. პირველი რაც 10 წლის ლუისმა ბიძის სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას გაიგო, უძველესი კედლებიდან საათის წიკწიკის ხმა იყო. ბიჭი ეშვება მაგიისა და ჯადოსნობის სამყაროში, რომლის არსებობაზე აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. მალე მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი ბიძა – ჯადოქარია, და ლუისის წინაშე საოცარი ჯადოსნური სამყარო გადაიშლება.
ფილმის დასრულების შემდეგ, ჩვენების ორგანიზატორებთან ერთად კომდიის განხილვა გაიმართა.

«««