სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბში ,,მოგზაურობა წიგნის სამყაროში’’
შეხვედრა კლუბში ,,მოგზაურობა წიგნის სამყაროში’’
2019 წლის 22 თებერვალს, 14 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო დარბაზში გაიმართა შეხვედრა ლიტერატურულ კლუბ „მოგზაურობა წიგნით“ წევრებს შორის. შეხვედრის თემა: საუბარი ლიტერატურის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე. კლუბში ,,მოგზაურობა წიგნის სამყაროში'' მონაწილეობა მიიღეს №4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, კურატორები: მანანა გოგუაძე-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ელეონორა ძიგუა- საერთო დარბაზის მთავარი ბიბლიოთეკარი. მოსწავლეებმა ისაუბრეს ლიტერატურაზე. დაასახელეს მათთვის მნიშვნელოვანი ავტორები და წიგნები. ცხარე დისკუსიის თემა იყო, უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“. აღმოჩნდა რომ ახალგაზრდები დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების მწერლების შემოქმედებით. მოსწავლეებთან შეთანხმებით გადაწყდა, მომდევნო შეხვედრის თემა ყოფილიყო-ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოიოდა“.

«««