სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“
შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“
14 ივლისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილებაში არსებულ ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“ მორიგი შეხვედრა ჩატარდა. კლუბის წევრებმა განიხილეს გურამ დოჩანაშვილის მოთხრობები „კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა“ და „ცალკ-ცალკე და ერთად“.
გურამ დოჩანაშვილი ჩვენი დროის უდიდესი ქართველი კლასიკოსი მწერალი და უდიდესი შემოქმედია; მისი ნაწარმოებების ძირითადი თემებია: ლიტერატურა, სიკეთე, სიყვარული და თავისუფლებისკენ სწრაფვა.
ნაწარმოები, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'' გულგრილს არცერთ მკითხველს არ დატოვებს. მასში ჩადებულია უდიდესი სიბრძნე, გაჯერებულია ირონიითა და სარკაზმით; ეს ყველაფერი კი მოთხრობას დამატებით ელფერს სძენს და უსაზღვრო ემოციას აღძრავს მკითხველში.
„- იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს - სასწაულია და მეტსაც გეტყვი, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.”
იარეთ ჩვენს კლუბში და იკითხეთ საინტერესო წიგნები.

«««