სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ლიტერატურული კლუბი „შენი სივრცე“
ლიტერატურული კლუბი „შენი სივრცე“
27 ივლისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებულ ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“ გაიმართა შეხვედრა, სადაც გამოჩენილი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და ესეისტის ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა - „იგი“ განიხილეს.
ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ ერთ-ერთი შთამბეჭდავი მოთხრობაა; ნაწარმოების მთავარი შინაარსი ყველა დროის აქტუალური საკითხია, რომელიც თან სდევს ეპოქას; 
კლუბის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წერის სტილმა და ნაწარმოების მხატვრული ხერხებით გაჯერებულმა სიუჟეტებმა; ყველაზე დასამახსოვრებელი კლუბის წევრებისათვის კი, ნაწარმოების ფინალი იყო, სადაც ნათლადაა ასახული, რომ ადამიანისგან საბოლოოდ ის კვალი რჩება რასაც დატოვებს.
ლიტერატურული კლუბის - „შენი სივრცე“ შეხვედრები განახლდება სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად.
გისურვებთ სასიამოვნო და შინაარსიან დასვენებას!
#იკითხეთწიგნები
#გაილამაზეთდღეები
 
 
 

«««