
2019 წლის 6 ნოემბერს, 13.30 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა პროექტი „კითხვის დრო ინგასთან ერთად“, რომელშიც ბათუმის კერძო სკოლა ,,იუჯი’’-ის მე-2 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი - ეკატერინე კილაძე) მიიღეს მონაწილეობა. ბავშვებმა დაათვალიერეს საჯარო ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებები და საცავები; შემდეგ გადაინაცვლეს პროექტ „კითხვის დრო“-სთვის გამოყოფილ თანამედროვე სივრცეში, სადაც მათ საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ინგა გოგიბერიძემ წაუკითხა თანამედროვე საბავშვო მწერლის ირმა მალაძიძის წიგნი ,,ციყვის მინიმარკეტი’’. ამ პატარა მოთხრობამ ბვშვებს ბევრი ახალი სიტყვის მნიშვნელობა ასწავლა,ბედნიერი პატარები მხიარულად დაგვემშვიდობნენ.