სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კინო-კლუბი "არა ბულინგს"
კინო-კლუბი "არა ბულინგს"

2019 წლის 29 ნოემბერს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კომპიუტერულიცენტრის პროექტი ,,ფილმების საღამოები’’ ბულინგის თემას მიეძღვნა. კინო-კლუბს ამჯერად, ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მეორე კლასელები სტუმრობდნენ.  მოსწავლეებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა. ბულინგის მნიშვნელობაზე, ტიპებზე, ამ კუთხით მოზარდებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, მეორეკლესელებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების თანამშრომელი ეკატერინე დავითაძე ესაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბულინგის დაფიქსირების შემთხვევაში სკოლის, ოჯახისა და სოცმუშაკის ჩართულობაზე. საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლალი შანიძემ. თვალსაჩინოებისათვის, კინო-კლუბის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მოსწავლეებმა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გადაღებული ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ბულინგი სკოლაში” და “ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით” ნახეს.  ფილმების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.


«««