სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კინო -კლუბი ,,ფილმების საღამოები’’
კინო -კლუბი ,,ფილმების საღამოები’’
2020 წლის 28 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კომპიუტერული ცენტრის კინო-კლუბში, პროექტის „ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაციის“ ფარგლებში, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მინდია ფუტკარაძე) კინოსტუდია „ქართულ ფილმის“ მიერ 1959 და 1986 წლებში გადაღებული ორი ანიმაციური ფილმი “მტრობა” და “სიზმარა” ნახეს.
 
 მოსწავლეებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა. ანიმაციური ფილმების შინაარსზე, გადაღების ეპოქასა და რეჟისორებზე მოზარდებს ინფორმაცია კომპიუტერული ცენტრის წამყვანმა ბიბლიოთეკარმა ნანა ბერიძემ მიაწოდა.
 
 ანიმაციური ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა მულტფილმების შინაარსზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
 
 ბიბლიოთეკაში სტუმრობისას მოსწავლეებმა სხვა სივრცეებიც დაათვალიერეს და მკითხველებად დარეგისტრირდნენ.

«««