სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
   2017 წლის, 20 სექტემბერს ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა შეხვედრა კლუბ ,,საზღაპრეთში“. საზაფხულო არდადეგების შემდეგ შეხვედრამ სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ მოსწავლეებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და  წარმატებები უსურვა. ბავშვები ახალ მიღებულ ლიტერატურასაც გაეცნენ და აღნიშნეს რომ მიუხედავად შეზღუდული დროისა ,,საზღაპრეთის“ ხშირი სტუმარები იქნებიან.
 დღის საუკეთესო სტუმარი და სიურპრიზი ყველაზე ნორჩი მკითხველი დათა ევგენიძეა, რომელიც განცვიფრებულ და ინტერესით სავსე თვალებს არ აშორებდა ინგულა მეზღაპრეს. ეს პატარა დათას ცხოვრებაში  ახლის დასაწყისია ,რომელსაც სასიამოვნო წიგნის სურნელი თან გაჰყვება ....
 

«««