ლიტერატურული საღამო
2017 წლის 29 ნოემბერს, 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხე“-ში ჩატარდა ლიტერატურული საღამო ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნოველის „პატარა პრინცი“-ს მიხედვით. ბათუმის ქართულ-ფრანგული სკოლის მე-6, მე-7,მე-9 კლასის მოსწავლეემბა ფრანგულ ენაზე წარმოადგინეს ემოციური, ლამაზი ამბავი უდაბნოში დაკარგული მფრინავისა და ციდან ჩამოვარდნილი პატარა ბიჭისა. ნოველის გმირზე მოსწავლეებმა ფრანგულად შეასრულეს სიმღერები. (ფრანგული ენის პედაგოგები ლელა ჩიქოვანი და ნანა დობორჯგინიძე).