სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

კატალოგი

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ღამის ბათუმი

სურათი

ბათუმის ნავსადგური


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა

2018 წლის 24 იანვარს, 12 საათზე  აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის  საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საბავშვო დარბაზში არსებულმა კლუბმა „საზღაპრეთი“ გასვლითი შეხვედრა ჩაატარა ქ. ბათუმის 27-ე საჯარო საბავშო ბაღის 5-6 წლიანი ჯგუფის აღსაზრდელებთან  ( საბავშვო ბაღის გამგე მზია ჩიჩუა) განყოფილების უფროსმა და კლუბის ხელმძღვანელმა ინგა გოგიბერიძემ და ბავშვთა დარბაზის მთავარმა  ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ ზამთრის ცივ და წვიმიან დღეს ლამაზი და დაუვიწყარი დღე აჩუქეს  პატარებს. თვალებგაფაციცებით და ინტერესით ისმენდნენ ანნა გელაშვილის „მკვეხარა თოვლის“  და თამრი ფხაკაძის „გრძელცხვირა ჯადოქრის მარსიას“ ამბავს.  ბუნებრივია უამრავი კითხვაც დაებადათ, რაზეც მეზღაპრე ინგულა ხალისიანად და ამომწურავად პასუხობდა, სამახსოვრო ფოტოებსაც იღებდა და ჯადოსნური მინი თეატრის ფარდის მიღმა ჯადოსნური სამყაროს დანახვაში ეხმარებოდა.....


«««